მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა
ადიგენის მუნიციპალიტეტში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, დაბა ადიგენში, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, ხოლო საჯარო სკოლების მოსწავლე- ახალგაზრდებმა სიმღერები და ლექსები წარმოადგინეს.
დღესვე, დაბა ადიგენის ეკლესიის წინამძღვარმა მამა რევაზმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას და 36 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს:
„დღეს, ვიხსენებთ 9 აპრილის მოვლენებს და თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს, რომელთა ღვაწლს და თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია. 9 აპრილი არის, არა მხოლოდ მწუხარებისა და ტკივილის დღე, არამედ სიმბოლო საქართველოს ხალხის წინააღმდეგობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი სულების პატივისცემის. მინდა მადლობა გადავუხადო სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას“- განაცხადა გოჩა ქიმაძემ.