საახალწლო განწყობაა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ, დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ პატარებთან ერთად აანთო. განათდა ასევე საახალწლო ილუმინაციებით მორთული ქუჩები. ნაძვის ხე საზეიმოდ დაბა აბასთუმანშიც აინთო.
ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიას ადიგენის მერთან გოჩა ქიმაძესთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა დაესწრო.
დამდეგი ახალი წელი მოსახლეობას ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ მიულოცა- „მიხარია, რომ ამ საღამოს, ერთობლივად შეგვიძლია საახალწლო განწყობა შევიქმნათ და გავუზიაროთ ერთმანეთს ეს განსაკუთრებული მომენტი. გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და ნაყოფიერ 2025 წელს“- აღნიშნა გოჩა ქიმაძემ.
შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს დაბა ადიგენში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ საახალწლო ღონისძიება 13:00 საათიდან დაიწყება.
გელოდებით , შევუქმნათ პატარებს საზეიმო განწყობა და ერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი!