მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, დაბა ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, დაბა ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა.
თამაშში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების IX–XI კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 7 გუნდი მონაწილეობდა: „ერუდიტები“ (არალის საჯარო სკოლა), „მოხე“ (მოხის საჯარო სკოლა), „პარადოქსი“ (უდის №2 საჯარო სკოლა), „ბრავო“ (მლაშეს საჯარო სკოლა), „შეუპოვარი“ (ლელოვანის საჯარო სკოლა), „ლოტუსი“ (ბოლაჯურის საჯარო სკოლა) და „ტრიუმფი“ (დაბა ადიგენის საჯარო სკოლა).
ხუთკაციანმა გუნდებმა თამაშის თითოეულ ეტაპზე 17, ხოლო ფინალში 15 შეკითხვას უპასუხეს.
საინტერესო და დაძაბული თამაშის შედეგად პირველი ადგილი გუნდმა „პარადოქსმა“, მეორე კი „ლოტუსმა“ დაიკავა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისაგან საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასი და სერტიფიკატები, ხოლო თამაშის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.