მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, პირველ მოადგილე არსენ ბალახაშვილთან და მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელ ანტონ გელაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, პირველ მოადგილე არსენ ბალახაშვილთან და მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელ ანტონ გელაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
დიდი ზანავის, პატარა ზანავისა და ჭულეს მონასტრის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე არსებულ ფერდობზე განვითარებული მეწყრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე გაიწმინდა გზის მიწის ვაკისი ჩამოშლილი გრუნტისგან. ამ ეტაპზე მცოცავი ფერდობის გასამაგრებლად ეწყობა 87 გრძივი მეტრი გაბიონის კედელი და 97 გრძივი მეტრი სანიაღვრე არხი. სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 499 699 ლარია.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს სოფელ იმერთუბნის დაწყებით სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი, კეთილმოეწყო გარე ფასადი და მიმდინარეობს საკლასო ოთახების რეაბილიტაცია. სამუშაოები საქართველოს განათლების სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 71 676 ლარია.