მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ 2026 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ 2026 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მუნიციპალიტეტის მერმა 2026 წელს განხორციელებული სამუშაოები და მიღწეული შედეგები შეაჯამა. მან ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, ასევე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. გოჩა ქიმაძემ საზოგადოებას მიმდინარე სამუშაოები და 2027 წლის გეგმები გააცნო.
„ანგარიშის წარდგენა მხოლოდ შესრულებული სამუშაოების შეჯამება არ არის. ეს პასუხისმგებლობაა ჩვენი მოსახლეობის წინაშე, ღიად ვისაუბროთ იმაზე, რა გავაკეთეთ და რა რჩება გასაკეთებელი. ადიგენის განვითარება ჩვენი საერთო მიზანია“, – აღნიშნა გოჩა ქიმაძემ.
მერმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების საფუძველზე განსაზღვრულ 2027 წლის პრიორიტეტებზე.
დასასრულს გოჩა ქიმაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ადგილობრივ თვითმმართველობას, მოსახლეობას და ყველას, ვინც მუნიციპალიტეტის განვითარებაში წვლილი შეიტანა.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები დავით მუმლაძე და ვახტანგ მერაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.