ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ზაზალოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოების ფარგლებში, რომლებიც აქტიურ ფაზაშია, გზის 2 კილომეტრამდე მონაკვეთზე ეწყობა ასფალტის საფარი, სანიაღვრე არხები, ეზოებში შესასვლელები და მილხიდები.
პროექტი გარდამავალია და ჯამში 3,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.