ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილე სოსო რეხვიაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების ინტერესებზე, მათ სამომავლო გეგმებსა და განვითარების შესაძლებლობებზე.
„თქვენ ჩვენი მომავალი ხართ და თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იყავით მიზანდასახულები, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და მუდამ გქონდეთ ჩვენი იმედი და მხარდაჭერა“- აღნიშნა გოჩა ქიმაძემ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ინტენსიურად იმართება, რომლის მიზანია ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაციის გაძლიერება, საჭიროებების გაცნობა და მათი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.