ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილმა და მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილმა სოფლებში – უდეში, ამხერსა და ლელოვანში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
პროექტების ფარგლებში, სოფლებში ამხერსა და უდეში საავტომობილო გზები მოეწყო, ლელოვანში კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სპორტული მოედანი აშენდა. ასევე, სოფელ უდეში, ე.წ. „მეიდნების“ დასახლებაში, ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. ეწყობა საავტომობილო გზები, სპორტული მოედნები, სკვერები, გარე განათების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, ასევე ხორციელდება სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.