მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა კაპანაძე, დაბა ადიგენის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა კაპანაძე, დაბა ადიგენის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. პირველკლასელებმა სტუმრებს შემოქმედებითი ნომრები წარუდგინეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და პირველკლასელებს მერიისგან საჩუქრად სასკოლო-საკანცელარიო ნივთები გადასცეს.
დღეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 25-ვე საჯარო სკოლის 114-ვე პირველკლასელს, განათლების სამინისტროს საჩუქართან – სახელმძღვანელოებსა და ნეთბუქებთან ერთად, მერიისგან სასკოლო-საკანცელარიო ნაკრებებიც გადაეცათ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თეა დანგაძე.