ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების სამუშაო პროცესს ეცნობა და მიმდინარე სამუშაოებს კოორდინაციას უწევს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ დროისათვის 4 კომბაინი მუშაობს. მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და უახლოეს დღეებში დასრულდება.