მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კონკურსს 18 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადებს
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კონკურსს 18 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადებს.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
▪️მერიის ადმინისტრაციული სამსახური – 2 ვაკანსია;
▪️საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – 2;
▪️ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური – 2;
▪️ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – 2;
▪️შესყიდვების სამსახური – 2;
▪️ზედამხედველობის სამსახური – 2;
▪️კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – 2;
▪️იურიდიული სამსახური – 2;
▪️შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური – 2;
▪️ა(ა)იპ „ადიგენის წყალმომარაგება“ – 1;
▪️ა(ა)იპ „ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ – 1;
▪️ა(ა)იპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“ – 1;
ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 1 ვაკანსია გამოცხადდება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და იურიდიულ განყოფილებაში.