ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და გეოლოგები სოფელ გომაროსა და შოყაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების შესასწავლად ადგილზე იმყოფებოდნენ.
სპეციალისტებმა დაზიანებული უბნები დეტალურად დაათვალიერეს და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. მომზადდება გეოლოგიური დასკვნა.
გეოლოგების დასკვნის საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის ღონისძიებებს დაგეგმავს და საჭირო სამუშაოებს განახორციელებს, რათა სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას.