მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული “შუამთობა” გაიმართა 
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები არსენ ბალახაშვილი და სოსო რეხვიაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დღესასწაულს „შუამთობას“ დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობა, მათ შორის შეჯიბრებები დოღში, მკლავჭიდში, მძლეოსნობასა და ძალოსნობაში.
საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან თასები, მედლები და საჩუქრები გადაეცათ.
სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით უკვე რამდენიმე წელია ე.წ ფერსათის მთაზე იმართება. ღონისძიების მიზანია ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნება, პოპულარიზაცია და სპორტული თუ კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა.