მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილე არსენ ბალახაშვილთან ერთად სოფლის განვითარების სააგენტოს ადიგენის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელ ვასილ მინაძეს შეხვდა და სოფლის განვითარების სააგენტოს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამებს გაეცნო
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილე არსენ ბალახაშვილთან ერთად სოფლის განვითარების სააგენტოს ადიგენის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელ ვასილ მინაძეს შეხვდა და სოფლის განვითარების სააგენტოს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამებს გაეცნო.
საინფორმაციო შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად მოქმედი საწარმოების რეესტრში ფერმერების რეგისტრაციის პროცესის გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით შესაძლებელია ფერმერების დროული ინფორმირება, მათი რეგისტრაციის პროცესის დაჩქარება და რეესტრში ჩართვის მაჩვენებლის გაზრდა.
შეხვედრას მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციოა დარბაზში გაიმართა.
დაინტერესებული პირები დამატებითი
ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: