ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ბეთხოშვილთან ერთად, დაბა ადიგენში გამართულ ვაჟთა ვოკალური ანსამბლ „ბორჯომის“ სოლო კონცერტს დაესწრო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა „ბორჯომმა“ სოლო კონცერტი გამართა და დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზა.