ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ბეთხოშვილთან ერთად, მინი ფეხბურთში მუნიციპალური ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები მერიის სახელით თასითა და მედლებით დააჯილდოვა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამართულ სამდღიან ტურნირში მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციისა და სახელმწიფო უწყების გუნდები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ: ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ა(ა)იპ ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლა, „ლიბერთი ბანკი“, ა(ა)იპ ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, „პომპიერო“, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის II გუნდი და „უქიმერიონი“.
ფინალურ შეხვედრაში ა(ა)იპ ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლისა და „პომპიეროს“ გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება „პომპიეროს“ გუნდმა ანგარიშით 3:2 მოიპოვა.
სპორტულ ღონისძიებას მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი გულშემატკივრები ესწრებოდნენ.