ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
მერმა სოფელ უდეში სოფელში მისასვლელი გზისა და მდინარე ქვაბლიანზე არსებული ხიდის რეაბილიტაციის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში 423 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო ასფალტის საფარი, სანიაღვრე არხები, ეზოებში შესასვლელები. ასევე განხორციელდა არსებული ხიდის რეაბილიტაცია.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 584 197 ლარია.
მიმდინარე წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 13 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. ამ დროისთვის დასრულებულია დაახლოებით 10 კილომეტრის მონაკვეთი, ხოლო დარჩენილ უბნებზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.