მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მერიამ ავტოპარკი ახალი ტექნიკით შეავსო
ადიგენის მერიამ ავტოპარკი ახალი ტექნიკით შეავსო.
ავტოპარკს შეემატა პიკაპის ტიპის ავტომობილი სამგზავრო განყოფილებით, მაღალი გამავლობის ავტომანქანა ამწე კალათით, ბენზინისა და ელექტროძრავიანი ხელის სათიბელა და 4 ერთეული ბენზინის ძრავიანი ხელის თოვლსაწმენდი მანქანა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში ავტოპარკი სულ 21 ერთეული ახალი ტექნიკით შეივსო.
ამასთან, ადიგენის მერიას 8 ერთეული ტექნიკა საქართველოს მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა.