მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამართეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, პირველ მოადგილე არსენ ბალახაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ზაზა მღებრიშვილთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრების შედეგად მთავარ პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გამოიკვეთა. მოსახლეობის საჭიროებები გათვალისწინებული იქნება 2027 წლის პროექტების დაგეგმვისას.
შეხვედრებზე ადგილობრივებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ.
მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.