მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაბა ადიგენში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, პირველ მოადგილე არსენ ბალახაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ადიგენში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
დაბა ადიგენის ეკლესიის წინამძღვარმა მამა რევაზმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას და 37 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს:
„9 აპრილი მხოლოდ მწუხარებისა და ტკივილის დღე არ არის, ეს არის ქართველი ხალხის შეუდრეკელი სულისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებას შესწირეს. მათი თავგანწირვა და ღვაწლი მუდამ გვემახსოვრება. “- განაცხადა მერმა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა.