მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის წარმატებით გავლისთვის შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან და ა(ა)იპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ ხელმძღვანელთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის წარმატებით გავლისთვის შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ტრენინგი – „პირველადი და გადაუდებელი დახმარება, დაწესებულების უსაფრთხოება და ჰიგიენა“ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ა(ა)იპ ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების მენეჯერები, აღმზრდელები, მეთოდისტები, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და ექთნები.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს საბავშვო ბაღების წინაშე მდგარი პრიორიტეტული საკითხებიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაღების ავტორიზაციის პროცესს, სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებს.
სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად აგრძელებს როგორც არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, ისე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღების მშენებლობას.