ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების წახანი – ქიქინეთის დამაკავშირებელი გზის, გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, 1440 გრძივი მეტრის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი ეწყობა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება, რომლის ღირებულება 565 800 ლარია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს წახანი-ქიქინეთის დამაკავშირებელი გზის პირველი ეტაპის ფარგლებში 1600 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხებით, ეზოში შესასვლელით, მიერთებებითა და გვერდულებით. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 849 798 ლარი დაიხარჯა.