ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფერსათის მთაზე სახალხო დღესასწაული “შუამთობა” გაიმართა, რომელსაც ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მრავალფეროვანი სპორტული აქტივობები მოეწყო, მათ შორის გაიმართა შეჯიბრი დოღში, მკლავჭიდში, მძლეოსნობასა და ძალოსნობაში.
საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან მედლები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დღე “შუამთობა” რამდენიმე წელია იმართება, რომელიც მიზნად მუნიციპალიტეტში ტრადიციების შენარჩუნებას ისახვს.