მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

„შემოიარე ადიგენი 2024“-ის პროექტის ფარგლებში დაგეგმილმა ექსკურსია-ლაშქრობამ სტარტი აიღო

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის ინიციატივით, კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ყველაზე სათავგადასავლო, ახალგაზრდული და მხიარული პროექტის „შემოიარე ადიგენი 2024“-ის ფარგლებში პირველი ექსკურსია-ლაშქრობა შედგა.
ახალგაზრდული პროექტი, წელს პირველად განხორციელდა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აერთიანებს და მათ აძლევს შესაძლებლობას მოინახულონ ადიგენის კულტურულ-ისტორიული ძეგლები, უკეთ გაიცნონ და დაუმეგობრდნენ ერთმანეთს.
პროექტში, ამჟამად 30 სტუდენტია ჩართული, რომლებმაც ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი, ჭულევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და შოშხოთი მოინახულეს, გიდისაგან კი საინტერესო ისტორიებიც მოისმინეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტმა ახალგაზრდებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. შეხვედრის დასასრულს კი მათ ადიგენის მერიისაგან ფასიანი სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.
პროექტი, „შემოიარე ადიგენი 2024“-ის ფარგლებში ექსკურსია-ლაშქრობები კვალავ გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი უნარები, მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება და გააკეთონ პროექტი, სადაც წარმოდგენილი იქნება მათი ხედვა და იდეები მუნიციპალიტეტში არსებული კულტურულ-ისტორიულ ძეგლების ცნობადობის ამაღლებისა და განვითარებისთვის.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
სექტემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30