მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

„შემოიარე ადიგენი 2024“-ის პროექტის მორიგი სათავგადასავლო ექსკურსია-ლაშქრობა შედგა
დღეს, „შემოიარე ადიგენი 2024“-ის პროექტის ფარგლებში მორიგი სათავგადასავლო ექსკურსია-ლაშქრობა შედგა.
ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში 30 სტუდენტია გაერთიანებული, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ ადიგენის ღირსშესანიშნაობები, უკეთ გაიცნონ და დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, გაცვალონ იდეები.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული ოქროს ციხე მოინახულეს, გიდისაგან საინტერესო ისტორია მოისმინეს, დასასრულს კი ადიგენის მერიისაგან ფასიანი სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.
ექსკურსია-ლაშქრობაზე სტუდენტებთან ერთად, ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული პროექტი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის ინიციატივით, კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი უნარები გააკეთონ პროექტი, სადაც წარმოდგენილი იქნება მათი ხედვა და იდეები მუნიციპალიტეტში არსებული კულტურულ-ისტორიულ ძეგლების ცნობადობის ამაღლებისა და განვითარებისთვის.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
სექტემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30