მიმდინარე წლის 18 თებერვალს (სამშაბათს), ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში, შაშში შეჯიბრი გაიმართება.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია 11:00 საათიდან დაიწყება. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 16 წლის ასაკის ზემოთ.
გამარჯვებულებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სიგელები და მედლები გადაეცემათ.
ღონისძიების ორგანიზატორია ადიგენის მერიის კულტურის სამსახური.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 577 41 16 11 – შავლეგ ბალიაშვილი;
გისურვებთ წარმატებებს!!