რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, სოფელ ქვემო ენთელში 493 მეტრის მონაკვეთზე, ბეტონის საფარი ეწყობა. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.
სამუშაოების ღირებულება ჯამში 232 000 ლარია.
აღსანიშნავია, რომ სოფელში ბეტონის გზა ჯერ აქამდე არ ყოფილა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოწესრიგებულ გზაზე ადგილობრივები გადაადგილებას მეტად კომფორტულად შეძლებენ.