მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ფერების ფესტივალი ადიგენში
დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში, ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ფერების ფესტივალი ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი ახალგაზრდები იღებდნენ, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ მრავალფეროვან გასართობ აქტივობებში. მოეწყო სახეზე ხატვა, კოსტიუმირებული სანახაობები, კარაოკე სიმღერები, ცეკვები და სხვადასხვა სახის შეჯიბრებები.
ფესტივალი ფეიერვერკით დასრულდა.
ღონისძიების მიზანს ახალგაზრდების გააქტიურება, მათი შემოქმედებითი თვითგამოხატვის ხელშეწყობა, მხიარული და პოზიტიური გარემოს შექმნა წარმოადგენდა.