მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სტიქია ადიგენში
ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელი დააზარალა.
გადახდილია საცხოვრებელი სახლების, კერძო ობიექტების სახურავები, დაზიანებულია საქონლის სადგომები, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენი და საგზაო ინფრასტრუქტურა, მოგლეჯილია ხეები.
შექმნილ ვითარებას ეცნობიან და ადგილზე მუშაობენ მერიისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ზარალის აღწერის შემდეგ, მუნიციპალიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.