ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა სერიოზული ზარალი გამოიწვია.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის -მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი უწყებების თანამშრომლები. მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.
ამ ეტაპზე დაზიანებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. პროცესში ჩართულია ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური, სპეციალური ტექნიკა.