მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში
დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ ადიგენის რამდენიმე სოფელი დააზარალა. დაზიანებულია ხეხილის ბაღები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი, გზები და დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
ამ წუთებში სოფელ ვარხანში, ადგილზე იმყოფება ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად.
“ადიგენის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა, მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი, საგზაო ინფრასტრუქტურა, ხეხილის ბაღები. ზარალის დეტალებს ადგილზე ვეცნობით, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მივიღოთ შესაბამისი ზომები“- განაცხადა გოჩა ქიმაძემ.