დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, საპროექტო წინადადებების, საერთო კრებებისა და კონსულტაციების ფორმატში განხილვა სოფელ უდეში და ზაზალოში ჩატარდა.
დასახლებების საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტები.
სოფელი უდე-შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი ზაზალო-სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
საპროექტო წინადადებების განხილვას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინა კაპანაძე და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად წყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.