შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საბა სამსონიძე, , ადმინისტრაციულ ერთეულებში მერისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრები ამჯერად სოფელ საღძეში, სოფელ აბასთუმანში, სოფელ ფარეხასა და სოფელ ვარხანში გაიმართა, სადაც მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი საღრძე – სკვერის მოსწყობა;
სოფელი აბასთუმანი – შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
სოფელი ფარება – შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
სოფელი ვარხანი – სკვერის მოწყობა;
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გამართული შეხვედრების მიზანია, ადგილზე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა.
საბოლოოდ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.