ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან შმაგი ბიძიშვილთან ერთად ზანავის, მლაშისა და ზარზმის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საპროექტო წინადადებების განხილვას დაესწრნენ.
შეხვედრაზე იმსჯელეს იმ პროექტებსა და წინადადებებზე, რაც 2026 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება.
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი მლაშე – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი ფლატე – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი არზნე – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი ზარზმა – სასმელი წლის ქსელის მოწყობა, შიდა საუბნო გზის მოწყობა (მეჩეთს მიმართულებით)
სოფელი უტყისუბანი – სასმელი წყლის ქსელის მოწყობა;
სოფელი წრე – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი დიდი ზანავი – სასმელი წყლის ქსელის მოწყობა;
სოფელი გომარო – სასმელი წყლის ქსელის მოწყობა;
სოფელი პატარა ზანავი – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.