სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, საპროექტო წინადადებების, საერთო კრებებისა და კონსულტაციების ფორმატში, განხილვა დაიწყო.
ადიგენის მერიის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს, სოფლებში: ჩორჩანში, დიდ და პატარა სმადაში, წრეში, გომაროში, დიდსა და პატარა ზანავში გაიმართა. დასახლებების საერთო კრებაზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები:
სოფელი ჩორჩანი -გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი დიდი სმადა – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი პატარა სმადა- სასმელი წყლის ქსელისათვის დ-75 მმ მილების შეძენა;
სოფელი წრე-არსებული მილებით სასმელი წყლის ქსელის მოწყობა;
სოფელი დიდი ზანავი-სარწყავი წყლის არხის მოწყობა და მიმდებარედ შიდა საუბნო გზის მოხრეშვა;
სოფელი გომარო-სასმელი წყლის რეაბილიტაცია;
სოფელი პატარა ზანავი-სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა.
საპროექტო წინადადებების განხილვას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოსა და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის სოფლებში დღეს დაიწყო და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში 15 თებერვლის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.