სოფელ უნწაში ახალი, ხელოვნურსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოედანი იზოლირებული მავთულ- ბადით შემოიღობება, დაიგება მწვანე ხელოვნური საფარი, ასევე მოეწყობა ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი და თანამედროვე სტილის განათებები დამონტაჟდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მინი მოედნების მოწყობა ადგილობრივი ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება, რათა მაქსიმალურად მოხდეს მათი ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში.