მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სოფელ უდეში სახალხო დღესასწაული “ანთიმოზობა” აღინიშნა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სახალხო დღესასწაული “ანთიმოზობა” აღინიშნა.
სოფელ უდეში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ანთიმოზ ივერიელის ხსოვნისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ და რიმნიკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინეს.
წირვის დასრულების შემდეგ, ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი და რუმინეთის საელჩოს წარმომადგენელი ალექსანდრა ვისალომი დაესწრნენ.