ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებსა თუ დაბებში, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ნახევარზე მეტი დასრულებულია. მათ შორის დასრულდა სოფელ უდეში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი.
პროექტის ფარგლებში 2228 გრძივი მეტრის მონაკვეთზე მოეწყო ასფალტის საფარი, სანიაღვრე არხებით.
სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა, რომლის ღირებულება 694 340 ლარია.