მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სოფელ მოხე – დერცელის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები სოფელ მოხე – დერცელის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

მათ ადგილზე შეაფასეს სამუშაოების მიმდინარეობა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან პროექტის დეტალებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 938 000 ლარია.
სამუშაოების ფარგლებში 1500 მეტრის მონაკვეთზე ასფალტის საფარი ეწყობა, სანიაღვრე არხებითა და მიერთებებით.