ცხელი ხაზი: +995 366 29 12 61

მეილი: მერია

მეილი: საკრებულო

ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
აბასთუმნის ობსერვატორია
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ჭულევის მონასტერი
Previous
Next

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ზანავში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში შენობის შიდა ინტერიერის მოწყობა განხორციელდა, შეიღება ოთახების კედლები, მოეწყო იატაკი, შეიღება შენობის გარე ფასადი და ჩაისვა კარ-ფანჯარა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები ადგილზე მოინახულეს. დიდი ზანავის ადმინისტრაციული შენობის  რეაბილიტაცია, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ-შ.პ.ს „New ალგეთი“-მა განახორციელა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.