მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.
სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზი გაუსვა დაგეგმილი პროექტების დაგეგმილ ვადებში განხორციელების აუცილებლობას და ამ პროცესში ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობას.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების უფროსები და მერიას დაქვემდებარებული არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელები დაესწრნენ.