ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ბეთხოშვილი, სპორტის, ტურიზმის, ქალისა და მამაკაცის განყოფილების ხელმძღვანელი თამუნა ვარდიძე თანამშრომლებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის მიერ გამართულ ლექციას „როგორ ავირჩიოთ პროფესია“ დაესწრნენ.
შეხვედრა ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით – “ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების გაძლიერების კონცეფციის ფარგლებში” გაიმართა .
შეხვედრას დეპარტამენტის წარმომადგენელი დავით გვეტაძე უძღვებოდა, რომელმაც პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა, დამსწრეებს გააცნო პრაქტიკული მაგალითები, გაუზიარა რეკომენდაციები და ისაუბრა დასაქმებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობებზე, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდებისაგან დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.