მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა ადიგენის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქიმაძესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. ასევე იმსჯელეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ყურადღება გამახვილდა მერიის სამსახურების შეუფერხებელ და ეფექტიან ფუნქციონირებაზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი და სერგი მუშკუდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მღებრიშვილი.