საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID-ის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” პროგრამას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრე-აქსელერატორის პროექტი იწყება, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი განახორციელებს.
პროგრამის მიზანია, რეგიონში ინოვაციური აზროვნების, იდეაციის და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება და ამავე მიმართულებით ახალი გუნდების ფორმირება. ასევე, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მოემზადებიან GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსისთვის.
პრე-აქსელერატორის პროგრამა დაყოფილი იქნება 3 ძირითად ეტაპად:
1. იდეების გენერირება/დახვეწა
2. ვალიდაცია და პროდუქტის მომხმარებელზე მორგება
3. დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები, ფინალური პრეზენტაციები/დემო დღე
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები გაეცნობიან სხვადასხვა აქსელერატორის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ პრინციპებს, სტარტაპების შესაქმნელად და განსავითარებლად. რეალური მაგალითების საფუძველზე მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასონ სტარტაპ იდეები, როგორ შექმნან ინოვაციური პროდუქტი, რომელიც არსებულ პრობლემებს გადაჭრის. ისწავლიან, როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ შექმნან სრულყოფილი ბიზნეს გეგმა საკუთარი სტარტაპ იდეისთვის. ამასთან, პროექტის განმავლობაში მენტორების დახმარებით, გუნდები იმუშავებენ თავიანთ ინოვაციურ იდეებზე, რის შედეგადაც მონაწილეები მზად იქნებიან წარდგნენ დემო დღეზე. პროგრამის დასკვნით ნაწილში, თითოეული გუნდი შეძლებს მიიღოს კონსულტაციები GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებით და გააკეთოს განაცხადი გრანტის მოსაპოვებლად.
USAID-ის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
საინფორმაციო შეხვედრა: 9 ივლისი, 14:00 საათი
ჩატარების ადგილი: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საინფორმაციო შეხვედრის სარეგისტრაციო ბმული: https://survey.zohopublic.com/zs/v7Clsu
პროექტის აღწერა:
მონაწილეობის მიღება შეუძლია სამცხე-ჯავახეთში რეგისტრირებულ 16+ ნებისმიერ ადამიანს.
პროგრამის განხორციელების პერიოდი: 19.07.2024 – 01.09.2024
პროგრამის ხანგრძლივობა: 7 კვირა
პროექტის განმახორციელებელია: კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.
პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს.
სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/2Nt2g