მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სამცხე-ჯავახეთის მხარეში ვაზისა და ხორბლის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს კონკურსს სამცხე-ჯავახეთში ვაზის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად.

კონკურსში მონაწილეობისათვის დეტალური ინფორმაციის სანახავად და საჭირო დოკუმენტების ჩამოსატვირთად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:

1. განცხადება სამცხე-ჯავახეთში ვაზის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად: https://rec-caucasus.org/announcements/establishment-of-pilot-vine-nursery/

2. განცხადება სამცხე-ჯავახეთში ხორბლის მესხური ჯიშების საცდელი სათესლე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად: https://rec-caucasus.org/announcements/competition-for-the-selection-of-the-plot-for-the-establishment-of-pilot-wheat-field-seed-bank-for-the-meskhetian-varieties-in-samtskhe-javakheti-region-of-georgia-2/

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ განცხადებაზე დართულ დოკუმენტებს და მოგვაწოდოთ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

მარიკა კაპანაძე, REC Caucasus
marika.kapanadze@rec-caucasus.org

ასლით:

ნინო როსტომაშვილი, REC Caucasus
nino.rostomashvili@rec-caucasus.org

საკონკურსო განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი და ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი PDF-ფორმატში. ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს კონკურსის ნომერი: 052/RECC/GEF/AGROBIO-2301-a1 – ვაზის სანერგე მეურნეობის შემთხვევაში, 052/RECC/GEF/AGROBIO-2301-a2 – ხორბლის სათესლე მეურნეობის შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება შემოთავაზებების იდენტიფიცირება.

კონკურსში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ივლისი.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდზე.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
ნოემბერი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930