მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა, ადიგენის მერიას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ-ების სამსახურის თანამშრომლებთან დასრულდა
სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა დღეს, ადიგენის მერიის საკონფერენციო დარბაზში ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელსაც ა.(ა).ი.პ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების თანამშრომლები დაესწრნენ.
დამსწრეებს, მერის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა მიმდინარე, დასრულებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და მიმდინარე წელს განსახორციელებელ სამუშაოებზე.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, რომლებმაც კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეების დასმულ კითხვებს უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები მოსახლეობის ინფორმირებულობას და პრიორიტეტული ამოცანების განსაზღვრას უწყობს ხელს, ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობას.