მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სათავგადასავლო ტურის – „შემოიარე ადიგენი“ – ფარგლებში, მეორე დასკვნითი ექსკურსია-ლაშქრობა მოეწყო
სათავგადასავლო ტურის – „შემოიარე ადიგენი“ – ფარგლებში, მეორე დასკვნითი ექსკურსია-ლაშქრობა მოეწყო.
ექსკურსიის მონაწილეებმა სოფელ არალში არსებული სტელა, უდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ჩორჩანში თორნიკე ერისთავის ძეგლი, ზანავის ციხე და შოშხოთი მოინახულეს.
ლაშქრობაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები, ადგილობრივი ახალგაზრდები და მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები. მათ ადგილობრივი გიდის დახმარებით, დათვალიერებული ადგილების ისტორიები მოისმინეს და მერიისგან სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.
პროექტის მიზანი ადიგენის ისტორიული, კულტურული, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია და ადგილობრივი მემკვიდრეობის უკეთ გაცნობაა