ადიგენის მერიის ინიციატივით, სათავგადასავლო ტურის – „შემოიარე ადიგენი“-ს ფარგლებში ექსკურსია-ლაშქრობა მოეწყო.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა და მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა შოშხოთი, ზანავისა და ოქროს ციხე დაათვალიერეს და ადგილობრივი გიდის დახმარებით მათ ისტორიებს გაეცნენ. ექსკურსია-ლაშქრობის მონაწილეებს მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ახალგაზრდული პროექტი მე-2 წელია, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის ინიციატივით და მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.
პროექტის მიზანია ადიგენის ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია.