ადიგენის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო დასუფთავების სამუშაოები დაიწყო და აქტიურად გრძელდება
სამუშოები დაბა აბასთუმანში და დაბა ადიგენში გაიმართა, სადაც დასუფთავდა ქუჩები, სკვერები, მდინარის ნაპირები და სხვადასხვა ადგილები.
დასუფთავების ღონისძიება მერიას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც ამავა სამსახურის თანამშრომლები და მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ადიგენში მსგავსი აქტივობები პერიოდულად იმართება, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიური სისუფთავის უზრუნველყოფას და მოსახლეობის სასარგებლო გარემოში ცხოვრებას.