დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში ნარდში „ მუნიციპალიტეტის პირველობაზე“ შეჯიბრი გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს 16 წელს ზემოთ შეეძლო.
შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით წარიმართა და მასში მონაწილეობა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსულმა ნარდის მოყვარულებმა მიიღეს.
მონაწილეებმა საინტერესო თამაში გამართეს, სადაც პირველი ადგილი ლევან საგინაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ზაზა ტაბატაძე გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი კი აჩიკო ბოჭორიშვილი გახდა.
გამარჯვებულებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისაგან ნარდი, თასი და მედლები გადაეცათ. ღონისძიება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.